საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატთა საერთო კრებას განმეორებით გამართავს

30 სექტემბერი 2014

საქართველოს ადვოკათა ასოციაციის საერთო კრება არასაკმარისი ქვორუმის გამო გადაიდო. განმეორებითი კრება გაიმართება 12 ოქტომბერს.
დღის წესრიგით გათვალისწინებულია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მოხსენება 2014 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ, ადვოკატები მოისმენენ  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს და სასწავლო ცენტრის ანგარიშს 2014 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ , რომელსაც წარადგენს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი. ასევე, ეთიკის კომისიის  ანგარიშს წარადგენს ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ციცინო ცხვედიანი.
ხოლო,  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის ანგარიშს, 2014 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ, წარადგენს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ლიანა მასიკაშვილი.
ამავე დღეს, გათვალისწინებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდებაში ცვლილებების შეტანა და დამტკიცება, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის ადვოკატის მანტიის შემოღების შესახებ მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება;
კრებაზე, საქართველოს კანონის “ადვოკატთა შესახებ” 31 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დარჩენილი ვადით სარევიზიო კომისის ერთი წევრის არჩევა მოხდება, რომელზეც ნომინირებულები არიან აკაკი ჩარგეიშვილი, თეიმურაზ სვიმონიშვილი,მარკოიშვილი ხათუნა,ოსეფაშვილი ვასილი.
ადვოკათა საერთო კრება წელიწადში ერთხელ ტარდება

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი